воскресенье, 10 июля 2011 г.

დავეხმაროთ ბუნებას

1.            პროექტის  სახელწოდება:    დავეხმაროთ ბუნებას
2.      პროექტის მთავარი იდეა: ბუნების დაცვა .სოფელში დავრგოთ ხეები
3.      პროექტის აქტუალობა:ეკოლოგიის პრობლემის წინაშე დგას როგორც საქართველო ასევე მსოფლიო. შეძლებისდაგვარად ავიცილოთ ეს პრობლემა დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან.
4.      პროექტის მიზნები:ბავშვებმა ისწავლონ  თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, როგორ დაიცვან და მოუარონ.ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოხდეს ღრმა ფესვის მქონე ხეების  დარგვა, რომელიც დაიცავს მიწას ეროზიისაგან და გამოფიტვისაგან.
5.      მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი
6.      ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მცენარეების დარგვა ხელს შეუწყობს ჰაერის გასუფთავებას. ჭადრის ხეებისგან შეიქმნება ქარსაცავი ზოლი, რომელიც  შამცირებს ქარის ძალას და დაიცავს სასოფლო–სამეურნეო ნათესებს.
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ადგილობრივი მოსახლეობისგან მოვაგროვებთ  მცენარეტა ნარგავებს. სამუშაო იარაღები.
9.      პროექტის მსვლელობა;(ძირითადი აქტივობები) სოფელ ბერძენაულში წლებია გაზი არ არის. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საწვავის მიზნით ზამთარ–ზაფხულ ხეებს ჭრის, რაც სოფლისთვის ძალიან ცუდი შედეგის მომცემია. ამან გამოიწვია ეროზია და მიწის გამოფიტვა.VIII კლასის მოსწავლეებმა დახმარებისთვის  სოფლის საკრებულოს მიმართეს, რათა დაკავშირებოდნენ გაზსადენის კორპორაციას გაზის მილის გაყვანის თაობაზე.  მეზობელი სოფელი სადაც გაზსადენი მილია სოფელ ბერძენაულიდან 5კმ.–ით არის დაშორებული. 
მმმოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოჭრილ ხის ადგილას  დაერგოთ ნერგები
1სსაგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. ამ საკითხის გადასაჭრელად გამოვიყენებთ ბიოლოგიის და გეოგრაფიაში მიღებულ ცოდნას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლეებს გავუღვიძებ ბუნების დაცვის ინტერესსა და სიყვარულს.
11პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : ეკა ცაბაძე
12ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:cabadzeeke@gmail.com
13პროექტის ვებ –გვერდი/ ბლოგი: cabadzeeka.blogspot.com